Monday, April 18, 2011

გამოყენებული ლიტერატურა

WWW.GOOGL.GE
WWW.YOUTUBE.COM

ვარჯიში ჯანმრთელობისთვის აუცილებელი რამაა !


როგორ გამოიყურება მწეველი ადამიანის ფილტვები????

  



 ადამიანის სიცოცხლე მოკლე დროით შემოფარგლება...გადააგდე სიგარეტი და მიჰყევი ხელი ჯანსაღ ცხოვრების წესს ნუ ეცდები შენი ცხოვრება ხელოვნური გზის გაანადგურო!!!!



GOOGL.GE (WIKIPEDIA)  

ნარკომანია !

ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ნარკოტიკებს იყენებენ იმ სასიამოვნო შეგრძნებების გამო, რომლებიც მიღებისთანავე იჩენს თავს: ადამიანი დგება კარგ ხასიათზე, აქვს სასიამოვნო შეგრძნებები, დადებითი ემოციები, ხდება უფრო აქტიური, არ გრძნობს დაღლილობას, აქვს ხილვები. ეს ეფექტები ე.წ. კაიფი, ხანმოკლეა და შემდეგ იწყება გამოსვლის ფაზა, რასაც შემდეგი მოვლენები აღენიშნება: გახშირებული ან შენელებული გულისცემა და სუნთქვა, მომატებული წნევა, ოფლიანობა, მომეტებული სხეულის ტემპერატურა, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირის სიმშრალე, ხელების კანკალი, წონასწორობის დარღვევა. ნარკოტიკების მიჩვევა იწვევს შემდეგს: ძლიერი ტკივილები, უძილობა, ძლიერი გადაღლა, უსაფუძვლო შიშები და შფოთვა, უმადობა, კუჭნაწლავის აშლილობა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, ნარკოტიკების მტანჯველი სურვილი. ნარკოტიკები ანგრევს ადამიანის ორგანიზმს: ტვინს და ნერვულ სისტემას, გულ-ღვიძლს, საჭმლის მომნელებელ სისტემას, ძვლის ტვინს, სასქესო ორგანოებს, იკარგება ცხოვრების ინტერესები, ექვემდებარები ნარკოტიკს. ამ დაავადებისაგან განთავისუფლება ძალიან ძნელია და იშვიათად, რომ ვინმემ შეძლოს. ხდება პიროვნების დეგრადაცია, შეიძლება განვითარდეს პარანოია, ფსიქოზი… ნარკოტიკი ამცირებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას: ნარკომანი კრიმინალურ გარემოცვაში ტრიალებს, მისი სიცოცხლე მუდამ საფრთხეშია, მაღალია აივ ინფიცირების რისკი, არსებობს ზედოზირების საშიშროება, რაც ძალიან ხშირად იწვევს სიკვდილს.!!!
GOOGL.GE (WIKIPEDIA) 

ჯანსაღი ცხოვრება- დღევანდელი დღის მთავარ პრობლემადაა ქცეული


  •  ჯანსაღი კვება უმნიშვნელოვანესი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნების, ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას 15%-ში განსაზღვრავს სამედიცინო სამსახურის ორგანიზაცია, 15%-ში – გენეტიკური თავისებურებები, ხოლო 70%-ში – ცხოვრების წესი და კვება.  
  • სწორი კვება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ ქრონიკული დაავადებების რისკი, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და მიმზიდველი გარეგნობა, დავრჩეთ მოხდენილები და გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად.  
  •  ჯანსაღი ცხოვრება- დღევანდელი დღის მთავარ პრობლემადაა ქცეული- ჩვენ ადამიანებმა გადავაგვარეტ ჩველო ყოველდღიური ცხოვრების რეჯიმი გვავიწყდება საკუთარი თავი და ჯანმრთელობის მნიშვნელობა... !
  • ვჭამთ იმიტომ რომ ვიცხოვროთ, თუ ვცხოვრობთ იმიტომ რომ ვჭამოთ, ამის გარეშე დედამიწაზე ჩვენი არსებობა წარმოუდგენელია  
    რაც არ უნდა ჯანსაღად ვიკვებოთ და ბევრი ვიმოძრაოთ, თუ გულში სიმშვიდე არ სუფევს, ჯანმრთელობა ძნელი წარმოსადგენია.
  • ჯანსაღი წესით ცხოვრება გულისხმობს კარგად კვებას და არა იმის ცდას რომ ცოტა ჭამო ან სულ არ ჭამო რადგან გეშინია რომ გასუქდები. ჯობია საჭმელი ჭამო და ივარჯიშო. არ უნდა მოწიო სიგარეტი და გადამეტებულად არ უნდა მიირთვა ადამიანმა ალკოჰოლი ასეთ შემთხვევაში გარანტირებული გაქვს ჯანმრთელობა აუცილებელია მიირთვა სოფლის პროდუქტი თუ ამის შესაძლებლობა გაქვს. 
  • თუ კი გინდა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიო, მაშინ უარი უნდა თქვა თამბაქოზე, ალკოჰოლზე (ზომიერად შესაძლებელია რათქმაუნდა), ნარკოტიკზე. გარდა ამ ყველაფრისა აუცილებელია ვარჯიში ყოველ დილით სუფთა ჰაერზე. აი რას ნიშნავს ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი.  
  •     

GOOGL.GE (WIKIPEDIA)