Monday, April 18, 2011

ნარკომანია !

ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ნარკოტიკებს იყენებენ იმ სასიამოვნო შეგრძნებების გამო, რომლებიც მიღებისთანავე იჩენს თავს: ადამიანი დგება კარგ ხასიათზე, აქვს სასიამოვნო შეგრძნებები, დადებითი ემოციები, ხდება უფრო აქტიური, არ გრძნობს დაღლილობას, აქვს ხილვები. ეს ეფექტები ე.წ. კაიფი, ხანმოკლეა და შემდეგ იწყება გამოსვლის ფაზა, რასაც შემდეგი მოვლენები აღენიშნება: გახშირებული ან შენელებული გულისცემა და სუნთქვა, მომატებული წნევა, ოფლიანობა, მომეტებული სხეულის ტემპერატურა, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირის სიმშრალე, ხელების კანკალი, წონასწორობის დარღვევა. ნარკოტიკების მიჩვევა იწვევს შემდეგს: ძლიერი ტკივილები, უძილობა, ძლიერი გადაღლა, უსაფუძვლო შიშები და შფოთვა, უმადობა, კუჭნაწლავის აშლილობა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, ნარკოტიკების მტანჯველი სურვილი. ნარკოტიკები ანგრევს ადამიანის ორგანიზმს: ტვინს და ნერვულ სისტემას, გულ-ღვიძლს, საჭმლის მომნელებელ სისტემას, ძვლის ტვინს, სასქესო ორგანოებს, იკარგება ცხოვრების ინტერესები, ექვემდებარები ნარკოტიკს. ამ დაავადებისაგან განთავისუფლება ძალიან ძნელია და იშვიათად, რომ ვინმემ შეძლოს. ხდება პიროვნების დეგრადაცია, შეიძლება განვითარდეს პარანოია, ფსიქოზი… ნარკოტიკი ამცირებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას: ნარკომანი კრიმინალურ გარემოცვაში ტრიალებს, მისი სიცოცხლე მუდამ საფრთხეშია, მაღალია აივ ინფიცირების რისკი, არსებობს ზედოზირების საშიშროება, რაც ძალიან ხშირად იწვევს სიკვდილს.!!!
GOOGL.GE (WIKIPEDIA) 

No comments:

Post a Comment